მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა კიბერ - რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა

5dbc034eb3c09
BM.GE
01.11.19 14:03
592
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე - "კიბერ-რისკი და კიბერმოქნილობა ფინანსური რეგულატორებისთვის".

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კიბერ-რისკის მართვის მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობის ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების "TIBER-EU" ჩარჩო, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური ზედამხედველობის კიბერ-რისკთან დაკავშირებული მიდგომები, კიბერუსაფრთხოება საქართველოში. ასევე, ფინანსურ სექტორში კიბერ-რისკების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გააზიარეს.

სამუშაო შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის - ჰოლანდიის, პოლონეთის, ისრაელის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.