07.თებერვალი .2023 00:00

ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა მიზეზით 39 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა მიზეზით 39 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა
views 706
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა მიზეზით 39 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა. სანქცირებულებს შორის არიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები(36), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია(2) და ბანკი(1).

ყველაზე მაღალი ჯარიმა ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკს“ გამოუწერა - 41 000 ლარი, რაც შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო მიიღო.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, „ნოვაკრედიტი“ 32 000 ლარით დაჯარიმდა, რაც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების, აგრეთვე ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, მათ შორის დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად სათანადო ელექტრონული სისტემის არ ქონის გამო მოხდა.

ხოლო „გიროკრედიტი“ დაჯარიმდა სულ 2,000 ლარით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, ჯარიმები 2 000-დან 23 ათას ლარამდე მერყეობს.

მონაცემები 2023 წლის იანვრის მონაცემებს მოიცავს.