საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2%-ით გაიზრდება, რის შედეგადაც მიმდინარე ფასებში მშპ-ს ზომა $20.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
IMF-ის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ 603 დოლარით გაიზრდება და ის 5,618 დოლარს მიაღწევს.
რაოდენობრივად საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანა ერთ მოსახლეზე სიმდიდრით მაინც მსოფლიოს პირველი ასეულის მიღმაა.
IMF-ის თანახმად, 191 ქვეყანას შორის საქართველოს 2022 წლის მშპ ერთ მოსახლეზე რიგით 105-ე ადგილზეა და ის პარაგვაისა და მოლდოვას შორის მდებარეობს.
ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონით #1 ადგილს ლუქსემბურგი იკავებს, რაც 2022 წელს $135,000-ს შეადენს, რასთან შედარებითაც საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე ზუსტად 24-ჯერ ნაკლებია.
IMF-ი მოელის, რომ წელს უკრაინის ეკონომიკა 35%-ით დაეცემა, ამასთანავე სავალუტო ფონდი უკრაინის შესახებ სხვა დანარჩენი ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებისგან თავს იკავებს. შესაბამისად, ორგანიზაცია ვერ ამბობს, თუ რა იქნება წელს უკრაინის მშპ ერთ მოსახლეზე.
რეგიონის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე ასე ნაწილდება:
● საქართველო - $5,608 დოლარი, 105-ე ადგილი;
● სომხეთი - $4,741 დოლარი, 114-ე ადგილი;
● აზერბაიჯანი - $7,165 დოლარი, 91-ე ადგილი;
● თურქეთი - $8,081 დოლარი, 87-ე ადგილი;
● რუსეთი - $12,575 დოლარი, 69-ე ადგილი;
● უკრაინა - IMF პროგნოზს ვერ აკეთებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ