"ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა", - ამის შესახებ "TV პირველის" ეთერში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი არ ჰყოლია, თუმცა მან პოლიტიკური "პინგ-პონგის" პროცესში ვერ გათვალა ის საფრთხეები, რომელიც ანაკლიის პორტის განხორციელებით ელოდა ქვეყანას. ამასთან, კაკულია გადაცემაში საუბრისას მიანიშნებს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა, სავარაუდოდ, რუსული საფრთხეების გათვალისწინებით მოხდა.
"არსებობს სატელევიზიო პოლიტიკა და რეალური პოლიტიკა. საზღვარგარეთ ექსპერტთა ნაწილი იმიტომ არის განვითარებული, რომ რასაც პოლიტიკოსები პირადად ვერ ამბობენ, ამბობენ მერე ექსპერტები. სამწუხაროდ, ჩვენთან ექსპერტები ამ ანალიზს არ აკეთებენ და მე ვალდებულების ჩემს თავზე აღება მიხდება, ჩემი გუნდში ყოფნის რისკის ფასად, იმიტომ რომ ეს არ არის ის კონტექსტი, რომელზეც ჩვენ პოლიტიკაში მიჩვეული ვართ, რომ უნდა ვისაუბროთ.
ჩემთვის მთავარი არის მოტივაცია, რომელზე საუბარიც სატელევიზიო პოლიტიკაში არ მოსულა. მე გელაპარაკებით არა მხოლოდ თქვენ, ან ოპოზიციას, რომელიც წინასწარ ვიცი, ამაზე რას იტყვის, არამედ ველაპარაკები მოსახლეობას, როგორ უნდა შეაფასოს - რატომ დაეტაკა მთავრობა მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს! მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვყვავდა?! არ გვყვავდა! იმიტომ დაეტაკა, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი, სწორიც კი არა, შეიძლება მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი პრობლემაა, რა თქმა უნდა.
მე გეტყვით პირდაპირ ამ ნარატივში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსული პროექტი – თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა, შეიძლება მე ვცდები", - ამბობს კაკულია.
მისივე თქმით, განხორციელდება თუ არა პროექტი, ამაზე პასუხი შემდგომი ნაბიჯებით იქნება გაცემული, რადგან დაუფარავი ამ ქვეყნად არაფერია. რომან კაკულია თვლის, რომ იმ ინსტრუმენტებით, რითიც მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა, თავადაც უკმაყოფილოა, თუმცა მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.
"ჩემი აზრით, ანაკლიის პორტი თუ იყო ეს ამერიკული ინტერესი, ალბათ ამის გამოხატვა მოხდა მოგვიანებით, თავიდან ეკონომიკურად სანამ იყო ამ პროექტის განხილვა, ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, მანამდე რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, სისულელე იქნება, ეს პროექტი რომ არ განახორციელოს. ამ ყველაფრის პასუხი იქნება მომავალ ნაბიჯებში, თუ ჩვენ ვნახავთ პროექტი როგორ განვითარდება, ვინ და როგორ შეირჩევა, ბოლომდე დამალული ამ ქვეყანაზე არაფერი იქნება, ყველაფერი გაირკვევა.
გამორიცხულია, ამ პროექტის მიმართ ინტერესი არ არსებობდეს. თუ არსებობდა რაიმე საფრთხეები, რომელიც ერთმა ადამიანმა სხვა დონეზე შეაფასა და მეორემ – ნაკლებად, პრობლემა თუ ამაშია, მოდით დავრჩეთ აქ... და ინსტრუმენტები, მე ვამბობ, რომ ეს ინსტრუმენტები არც მე მომწონს, მაგრამ შეკითხვა არ მაქვს მოტივაციასთან. ვფიქრობ, თუ მოხდა იმ საფრთხეების გათვალისწინება, რომელიც არის საქმის წარმოებისას, თქვენზე ცოტა მეტი ინფორმაცია მაქვს და ზუსტად ვიცი, რა ადამიანები დარბიან ახლა რუსეთის კარზე, სხვათაშორის ვერ ვასახელებ, იმის გამო, რომ მტკიცებულებები არ მაქვს, მაშინ გამოჩნდებოდა, ვინ არის პრორუსული ორიენტაციის ამ ქვეყანაში.
არსებობს პირობები, როდესაც ანაკლიის პროექტი განხორციელდება და მეორე – ეს არის ჩემი გამოტანილი დასკვნა, მხოლოდ ბატონი მამუკას განმარტებებიდან გამომდინარე. ჩვენ პოლიტიკური "პინგ-პონგის" გამო, ხშირ შემთხვევაში ნორმალურად არ ვაფასებთ იმ საფრთხეებს, რომელიც არის და იმ საფრთხეების არ შეფასება და ზერელობა გვგონია პროდასავლურობის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა.
უშუალოდ პორტზე მე ივანიშვილთან არ მქონია საუბრები. მქონია საუბრები და ვიცი მისი ხედვა და ვეთანხმები მას და მგონია, რომ ის რუსული პროექტი კი არ არის, არამედ გამომდინარე არის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ დღეს ასე მგონია და იმიტომ ვდგავარ ამ ადამიანის გვერდში და ჩემი წითელი ხაზიც აქ გადის სწორედ", - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის