მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესკო: სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 5.2%-ით გაიზარდა

5da9de8fe5a26
დავით ჯალაღონია
19.10.19 18:05
1492
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში 1 მილიარდ 5.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (955.5 მლნ კვტ.სთ) 5.2%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამურ მაჩვენებელს, ეს 9 მლრდ 906.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 0.6%-ით ჩამორჩება.

ცნობისთვის: მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (139.5 მლნ კვტ.სთ) 32.8%-ით აღემატება.