მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს

5f1ed64c185fd
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.20 20:20
901
ესპანეთში, კერძოდ კატალონიაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის ხელახალი გავრცელების გამო შეზღუდვების გამკაცრება გახდეს საჭირო.

როგორც რეგიონული მთავრობის ლიდერმა, ქუიმ ტორამ განაცხადა, მთავრობა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აკვირდება და თუ კატალონიაში სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გამოსწორდება, ხელისუფლება დამატებით ზომებს მიიღებს.

როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, კატალონიის ზოგიერთ ნაწილში მდგომარეობა ისეთივე რთულია, როგორც ეს მარტში იყო, როდესაც ესპანეთში კარანტინი პირველად გამოცხადდა.

დაახლოებით ათი დღის წინ კატალონიის ხელისუფლებამ მოუწოდა რეგიონის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და სახლში დარჩნენ. ასევე აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება და დაიხურა ღამის კლუბები.

ამ დრომდე ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 319,501 შემთხვევაა დადასტურებული. დაიღუპა 28,432 ადამიანი.