მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანურმა PLD-მ პირველი რაკეტა, Miura-1 წარმატებით გამოცადა

Miura 1 - PLD SPACE

ესპანურმა PLD Space-მა წარმატებით გამოცადა პირველი მრავალჯერადი რაკეტა, სახელწოდებით Miura-1, რითაც ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. საქმე ისაა, რომ PLD Space-ი პირველი კერძო კომპანია გახდა კონტინენტზე, რომელმაც კოსმოსში რაკეტა წარმატებით გაუშვა - რამდენიმე კერძო ამერიკული კომპანიის გამოკლებით, ამ დრომდე, ეს სფერო სრულად სახელმწიფოთა კონტროლის ქვეშ იყო.

ესპანური კომპანიის წარმატებას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, რომელმაც აღნიშნა: “100%-ით ესპანური ტექნოლოგიით შექმნილი პირველი რაკეტის, Miura 1-ის გაშვება წარმატებით დასრულდა. ეს ნიშანსვეტი კვლევისა და განვითარების მიმართულებით ესპანეთს კოსმოსური ტრანსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნად აქცევს”.

PLD Space-ის რაკეტა, რომელიც ხარის ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდებას ატარებს, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ უელვადან გაეშვა. თავად რაკეტა სამსართულიანი შენობის სიმაღლისაა და 100-კილოგრამიანი ტვირთის გადატანა შეუძლია. პირველი სატესტო გაფრენის დროს, რაკეტა ორმოცდაექვსი კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, ხოლო რაკეტის გამშვები დანადგარი, რომლის გამოყენებას PLD Space-ი მრავალჯერადად გეგმავს, ატლანტის ოკეანეში დაეშვა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Miura 1-ის სატესტო გაფრენა ჯერ კიდევ მაისში უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ქარის გამო ივნისამდე გადაიდო, ივნისში კი, სატესტო გაფრენას ხელი ტექნიკურმა ხარვეზმა შეუშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები