მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოდოლიაკმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას თვალთმაქცობა უწოდა

63b71028bcfbc
ალა ისპირიანი
05.01.23 21:41
827
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი 6-7 იანვარს რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. მისი მოსაზრებით, ეს თვალთმაქცობაა და დროებითი დაზავება მაშინ დაიწყება, თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული ტერიტორიებს დატოვებს.

„რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს - მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი დაზავება”. თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ”, - წერს პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება. "საშობაო ზავის” ინიციატივით, რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა, რადგან მართლმადიდებელ ხალხს შობის წინა დღეს და ქრისტეს შობის დღეს მსახურებაზე დასწრება შესძლებოდა.