მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის რუსეთის სიმხდალის ილუსტრაცია - საფრანგეთი ჩერნიგოვის მოვლენებზე

ჩერნ

ეს არის რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩერნიგოვის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმაზე წერს.

"საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას",– აღნიშნულია განცხადებაში.

ჩერნიგოვის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თქვა, რომ რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 148 ადამიანი დაშავდა, ხოლო 7 დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები