ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი. ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” გვერდზე ავრცელებს.
„15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.