მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს - ლუკაშენკო

64a70ecf29a79
ალა ისპირიანი
06.07.23 23:30
660
უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკომ უცხოური და ბელორუსული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს.

„ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებები სექტემბერში იყოს. შესაძლოა, არა სექტემბერში, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომაზე.

არ მინდა, რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ამაზე ევროპელები უკვე საუბრობენ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები