„EU საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და ჩვენ შევძლებთ საინტერესო შედეგების ერთად აღნიშვნას“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა პაველ ჰერჩენსკიმ სოფლის მეურნეობის მინისტრთან გაცნობითი სახის შეხვედრაზე განაცხადა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ პაველ ჰერჩენსკის ევროკავშირის დახმარებით გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„ჩემთვის განსაკუთრებით საპატიოა ვიყო ევროკავშირის ელჩი ევროპული პერსპექტივის სტატუსის მქონე საქართველოში. საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით. ასევე აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ევროკავშირი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და ჩვენ შევძლებთ საინტერესო შედეგების ერთად აღნიშვნას“, - განაცხადა პაველ ჰერჩენსკიმ.
თავის მხრივ, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობის საკითხი და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
„ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია; შესაბამისად, ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მიერ მონიჭებულ ევროპული პერსპექტივის სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო დროულად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების, ბაზრების დივერსიფიკაციის, ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება