მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU აპირებს, უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმაროს

627d16ad407e7
მარიამ ვარადაშვილი
12.05.22 18:23
926
ევროკომისია უკრაინის მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარებას გეგმავს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად იმუშავებენ იმაზე, რომ უკრაინამ მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს, რომელიც რუსეთს აქვს ბლოკირებული.

"უკრაინიდან, ევროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სამი თვეზე ნაკლებ დროში, 20 მლნ ტონა მარცვლეული უნდა გავიდეს", - განაცხადა ევროკავშირის ტრანსპორტის კომისარმა ადინა ვალენმა.

ევროკომისია სატრანსპორტო კომისიებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სატვირთო ავტომობილების მობილიზება, რათა ლოგისტიკური რესურსები არსებობდეს.

კომისიის განცხადებითვე, უკრაინის  სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციას ტერმინალებზე პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. ამას გარდა, კომისია უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინაში გაგზავნილმა სატვირთოებმა საზღვრის კვეთისას გამარტივებული პროცედურებით ისარგებლონ. უკრაინიდან მარცვლეულის გატანაზე შეფერხება სასურსათო კრიზისის საფრთხეს განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებისთვის აჩენს.

2020-2021 წლებში უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის სიდიდით მეოთხე ექსპორტიორი იყო. მოცემულ პერიოდში ქვეყანამ თითქმის 45 მლნ ტონა მარცვეული გაიტანა ექსპორტზე ჩინეთში, აფრიკასა და ევროპაში. ამას გარდა, უკრაინა მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები