მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU Observer-ის ინფორმაცია არასწორია, უვიზო რეჟიმს მხარს ვუჭერთ - გერმანიის პრეზიდენტი

615485313d4d2
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.21 19:29
893
მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა "ევროობზერვერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. გამოცემის თანახმადაც, გერმანია ზოგიერთი ქვეყნის - მათ შორის საქართველოს მიმართ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია და აღნიშნული ინიციატივა გერმანიას დღის წესრიგში არ დაუყენებია.

"ამ ინფორმაციის წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. ამის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და დავადგინე, რომ ეს სიახლე რეალობას არ ეფუძნებოდა. უბრალოდ, ყალბი ამბავია", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

EU Observer-ი მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტი 27 სექტემბრით თარიღდება. ამასთან, გამოცემის თანახმად, გერმანიის მსგავსად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მზარდ იმედგაცრუებას გამოხატავენ იტალია და საფრანგეთიც.

დოკუმენტის მიხედვით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ალბანეთი - მეორე; უკრაინა - მეხუთე, სერბეთი - მეშვიდე, მოლდოვა - მეცხრე, საქართველო კი მეათე ადგილზეა.