მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის ისტორიის ახალი თავი დღეს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში იწერება - ევროპის დაპირებაა ერთიანი კონტინენტი, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია"

64bbd1d09b63f
ალა ისპირიანი
22.07.23 17:00
587
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცახდებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ მან ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

„ჩვენი გაერთიანების ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ომის შემდეგ ხელახლა დაიბადნენ. ეს არის დიქტატურიდან დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ.

დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები