საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა, ევროკავშირისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის Trade Helpdesk-ის“ ქართულენოვანი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მისი თქმით, ონლაინ - პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს 380 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქართველოს არარეალიზებული საექსპორტო პოტენციალის ამოქმედებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირში.
„პროგრამა კონკრეტულად ემსახურება მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას, მათ წვდომას ინფორმაციაზე. კონკრეტულად, როდესაც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქციის განთავსებას შეეცდებიან, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ინფორმაცია აღნიშნულ პლატფორმაზე, ასევე იქნება „ერთი ფანჯრის“ პრინციპი, როდესაც მეწარმეებს ექნებათ დაინტერესება კონკრეტული პროდუქტების მიმართ, თუ რა მოთხოვნები არსებობს ამ პროდუქტებზე“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საძიებო სისტემა ასევე საშუალებას იძლევა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ყველა საკანონმდებლო აქტზე, ასევე ნებისმიერ მოთხოვნაზე, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტთან მიმართებაში არსებობს.
„ეს გაამარტივებს პროცედურებს, რომელიც საჭიროა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არველაძემ.
„აღმოსავლეთი პარტნიორობის Trade Helpdesk“-ის ქართულენოვანი პლატფორმა https://eap.tradehelpdesk.org/ka ბმულის მეშვეობით უფასოდ არის ხელმისაწვდომი. მის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებში - როგორც პროდუქტების, ისე მიზნობრივი ბაზრების კუთხით, ასევე, გაიგონ საბაზრო პირობები პროდუქტებისა და ქვეყნების კონკრეტულ კომბინაციათა შესახებ და შეძლონ, მოიძიონ ბიზნესპარტნიორები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ