მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით, რომ მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სტრატეგიას მიიღებს - IMF

62471a0be5b6b
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 20:22
856
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საფინანსო ინსტრუმენტით (SBA) მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის 289 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

IMF-ის მისიამ, რომელსაც ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობდა, 18 ნოემბრიდან 31 მარტამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა მიერ გამართულ ბრიფინგზე ჯეიმს ჯონმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ რეფორმა ახალი პროგრამაშიც მოხვდა.

“სახელმწიფოს საწარმოების რეფორმას ვუყურებთ როგორც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საკითხს. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის განხორციელება მხოლოდ IMF-ის ინიციატივით არ მომხდარა, მას არ უთქვამს რომ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ასე უნდა მოიქცეთ. ხელისუფლებას ამ რეფორმის განხორციელების დიდი სურვილი ჰქონდა. მათ ჩვენ დავეხმარეთ და უზრუნველყავით მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარებით. ამ ეტაპზე ველოდებით რომ მთავრობა დაასრულებს და მიიღებს სახელმწიფო საწარმოების შესახებ რეფორმების სტრატეგიას”, - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.