მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: როდის იქნება მზად კორონავირუსის ვაქცინა?

5e724409ba968
მარიამ ადამია
19.03.20 00:10
2769
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე აქტიურად არის ჩართული და შედეგებიც ნათლად ჩანს. აშშ-ში მიმდინარე კვირას დაიწყეს შემუშავებული ახალი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა და ტესტირების პირველ ეტაპზე 4 ადამიანს გაუკეთდა ნემსი, მოგვიანებით კი კიდევ 41 მოხალისე გამოჩნდა, ხოლო მეორე ეტაპი ორ კვირაში უწევთ. 

კვლევა ტარდება სიეტლში მდებარე "კაისერ პერმანენტის" კვლევით ცენტრში, ხოლო თავად ვაქცინა კომპანია Moderna Therapeutics-მა შექმნა.

რეალურად ვირუსისგან კოპირებული გენეტიკური კოდის მქონე პრეპარატის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ შეიცავს მკვდარ ან და შესუსტებულ ვირუსს, ამიტომაც არ არის საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის.
პირიქით ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ეს არის მიზეზი რატომაც გამოსცადეს ის პირდაპირ ადამიანებზე და არა ცხოველებზე.

მწარმოებელ კომპანიაში კი, აცხადებენ, რომ ვაქცინა შეიქმნა უკვე კარგად დადასტურებული პროცესის გამოყენებით. ამასთან, ექსპერტები აღიარებენ, იმასაც, რომ ვაქცინის ეფექტიანობისა და შედეგების შესამოწმებლად, რამდენიმე თვე იქნება საჭირო, მაგრამ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ის მინიმუმ წელიწადნახევარში გახდება.

პრეპარატზე მუშაობენ მეცნიერები ჩინეთშიც, სადაც ადგილობრივების თქმით, უკვე შემუშავებულია 8 ტიპის ვაქცინა, რომლებმაც შედეგი აჩვენეს ცხოველებზე. თუმცა ადამიანებზე ტესტირება ჯერ არ დაწყებულა, რადგან ჯერ არკვევენ წამლის გვერდით ეფექტებსა და უსაფრთხოების მაჩვენებლებს.

ამ ტესტების დახმარებით კი, ჩინელი ექსპერტები ასევე იკვლევენ კორონავირუსის ძირითადი გადაცემის მეთოდებსაც, თუმცა უახლოეს მომავალში ჩინეთს შეეძლება დაიწყოს ვაქცინების კლინიკური გამოკვლევები, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

გარდა ამისა, კორონავირუსი და მისი ვაქცინა, უქმეებზე ვაშინგტონსა და ბერლინს შორის სკანდალის მიზეზიც გახდა, რადგან ერთ-ერთმა გერმანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპი, ცდილობს მიიღოს ექსკლუზიური უფლება იმ ვაქცინზე, რომელსაც გერმანული ფარმაცევტული კომპანია CureVac ავითარებს.

გამოცემის თანახმად, ამერიკის ლიდერს სურს მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდეთ უფლება ვაქცინის გამოყენების და ამისთვის კომპანიას მილიარდ დოლარს სთავაზობს. თუმცა მოგვიანებით, გერმანულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვაქცინის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო არასწორი და მალე ყველა ქვეყანას ექნება შესაძლებლობა პრეპარატის გამოყენების.

რაც შეეხება ევროპას, ვაქცინაზე მუშაობა აქაც აქტიურ ფაზაშია და პირველ რიგში იტალიაში დაიწყება უახლოეს მომავალში ტესტირება, მაგრამ ჯერ ცხოველებზე, რადგან ევროპა რისკებზე წასვლას არ აპირებს, სანამ სრულად არ იქნებიან მეცნიერები დარწმუნებული პრეპარატის ეფექტიანობაში.

ასეა თუ ისე, ვაქცინას უახლოეს წელიწად-ნახევარზე ადრე მაინც არ უნდა ველოდოთ, ყველაზე სწრაფები, კი ვარაუდობენ რომ ამერიკელები იქნებიან.