მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: უნდა დაბრუნდნენ თუ არა ბავშვები სკოლაში პანდემიის დროს?

5ec56c35056a9
მარიამ ადამია
20.05.20 23:40
1392
უნდა დაბრუნდნენ თუ არა ბავშვები სკოლაში პანდემიის დროს? - ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა ქვეყანა თავისებურად სცემს. მაგალითად, დანიაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც Euronews-ი წერს, სწავლა პანდემიის პერიოდში ასე გამოიყურება: მოსწავლეები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით არიან დაყოფილი და ცალკე შესასვლელებს იყენებენ, რის შემდეგადაც მიყვებიან ცალკეულ სისტემას საკლასო ოთახებში შესასვლელად, ამიტომ არ ხვდებიან ერთმანეთს კიბეებსა თუ კორიდორებში. ყველა საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის ორადგილიანი მერხებია და სხედან მარტო, იმისათვის, რომ ორმეტრიანი დისტანცია დაიცვან. უსაფრთხოების მიმართულებით მთავარი წესი და ვალდებულებაა, როგორც ყველა ჩვენგანის, ხშირად ხელების დაბანა.

შესვენების დროს კი, მასწავლებლები ერთგვარ მანდატურებად გადაიქცევიან და მოსწავლეებს შორის ორმეტრიან დისტანციას აკონტროლებენ. რა თქმა უნდა, ეს არავის მოსწონს და არავინ კამათობს ახალი სისტემის იდეალურობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამართლებს და მუშაობს.

ახლა გადავინაცვლოთ ბელგიაში, სადაც დანიის მსგავსად, სასწავლო პროცესი ასევე წარმატებით მიმდინარეობს, იცავენ უსაფრთხოებას და იღებენ განათლებას. სკოლების გახსნა ევროპის კონტინენტზე კიდევ ბევრ ქვეყანაში იგეგმება. მაგრამ ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ამბობენ, რომ სოციალური დისტანციის დაცვა ბავშვებს შორის შეუძლებელია და რომ ისინი ვირუსის მთავარი გადამტანები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ სკოლის გახსნა პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსის მეორე ტალღის რისკს. შედეგად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სკოლების გახსნა ნამდვილად დიდი რისკია და ერთადერთი გამოსავალი უსაფრთხოების დასაცავად, ისევ და ისევ, სახლში დარჩენაა. იტალიაში კი, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სკოლები სექტემბრამდე არ გაიხსნება. ასევე არ განიხილება საკითხი სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების არ გახსნა სერიოზულ ზიანს მოუტანს ეკონომიკებს, რადგან სახლში დარჩენილი ბავშვის გამო, მშობლები სამსახურში წასვლას ვერ მოახერხებენ. ასე რომ დასაწყისში დასმულ კითხვაზე: უნდა დაბრუნდნენ თუ არა ბავშვები სკოლაში პანდემიის დროს? მარტივი პასუხი არ არსებობს, აზრები ორად იყოფა. თუმცა ფაქტია, რომ სკოლების გახსნა ნამდვილად რისკთან არის დაკავშირებული.