მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი საპარლამენტო არჩევნებზე პირველ შეფასებას აკეთებს

5f9ea539dfdcf
BM.GE
01.11.20 16:07
1096
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორის ელონა ჯებრეა ხოჯას შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნა, თუმცა იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის, რაც ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა.

ამის შესახებ ეუთო-ს კოორდინატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არჩევნები გაიმართა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მოცემულობით. არჩევნები ზოგადად ეფექტიანად იქნა განხორციელებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად, მაგრამ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ მოახერხა უარყოფითი წარმოდგენა ადამიანების აღქმაზე, რამდენად მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად ხორციელდებოდა არჩევნები ყველა დონეზე.

ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნა დიდი ხანგრძლივი საკონსულტაციო პროცესების შედეგად, ეს მოიცავდა საერთაშორისი პარტნიორებთან კონსულტაციას და გათვალისწინებულ იქნა ნაწილობრივ რეკომენდაციები, მაგრამ მთელი რიგი რეკომენდაციებისა, ჯერ კიდევ არაა გათვალისწინებული და მაშინ როდესაც სახეზეა გაუმჯობესება, მაინც არის წუხილები რამდენად ეფექტურად ხორციელდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, ასევე, რამდენად დაცულია რეკომენდაციები კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დამკვირვებელმა.

ამასთან, ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირეით თქვა, რომ მის სიზუსტეზე ბევრი წუხილი იყო.

ელონა ჯებრეა ხოჯა თავის გამოსვლაში შეეხო პარლამენტში გენდერულ წარმომადგენლობასაც. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნა არჩეული 2018 წელს, მაინც დასანანია ის, რომ ქალები არასათანადოდ რჩებიან წარმოდგენილი. შესაბამისად, სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება კანდიდატთა სიებისთვის, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი, ეს არის დადებითი ნაბიჯი და ეს არის ოდირის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინება. ვიმედოვნებ, რომ ეს კვოტა ნამდვილად იქნება საშუალება იმისათვის, რომ ნამდვილად გაიზარდოს ქალთა რაოდენობა ახალ პარლამენტში“, – განაცხადა მან.

ჯამში, ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და პარტნიორებს, განაგრძონ იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც გაცემულია ევროსაბჭოსა და ოდირის მიერ.

„ჩვენი მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ მზადყოფნას, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს ახალ პარლამენტთან, რათა გაძლიერდეს საქართველოს ურთიერთობა ახალ კონტექსტში“, - განაცხადა ეუთოს დამკვირვებელმა.