მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭო მთავრობას მიმართავს

5e6b49915bc8e
ინგა მურუსიძე
13.03.20 12:46
1137
ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭო მთავრობას მიმართავს, ბიზნესს შეძლებისდაგვარად 3-თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

როგორც ბიზნეს საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება ტურიზმსა და ჰორეკას სექტორს (HoReCa - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები).

„მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემია მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე. საქართველოს მთავრობას მივმართავთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შესთავაზოს ბიზნესს - შესაბამის სექტორებს 3 თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება დაცული.

ვინაიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით, უახლოეს თვეებში საქართველოში არსებულ სასტუმროებში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია; ასევე საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები; სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დროებით შეჩერებულია ფრენები და ახლო მომავალში მოსალოდნელია საერთაშორისო ვიზიტორების კლება, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება ტურიზმსა და ჰორეკას სექტორს (HoReCa - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები).

აღნიშნული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი და/ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების 3 თვით გადავადებას ან შემცირებას“, - ნათქვამია ბიზნეს საბჭოს განცხადებაში.