მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს საზღვრებს უხსნის – NYT

60a520d72a647
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.21 18:37
1561
დღეს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საზღვრები გახსნას სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის, რომლებიც აცრილები არიან ავტორიზებული ვაქცინით. ამასთან საზღვრები გაიხსნება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ევროკავშირს კორონავირუსის გავრცელების კუთხით "უსაფრთხო ქვეყნებიდან" ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბლოკის ოცდაშვიდივე წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც მოგზაურებს ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. 

New York Times-ი წერს, რომ ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების ახალ ჩამონათვალს ხვალ გამოაქვეყნებს ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი რეკომენდაციები ძალაში მომავალი კვირიდან შევა.

ევროკავშირი ყველა ტურისტს მიიღებს, ვინც სრულად არის აცრილი ევროპის წამლის სააგენტოს ან ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, ესენია: Pfizer-BioNTech-ი, Moderna, Johnson & Johnson-ი, AstraZeneca და Sinopharm-ი.

ამასთან გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი იტოვებს უფლებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ან კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში, რეკომენდაციები შეცვალოს ან გაამკაცროს.