2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით, 75.6%-ით აღდგა და წლის განმავლობაში ქვეყანაში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 30.3%-ით არის გაზრდილი. ამასთან უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 91.9%-ით აღდგა და 4 669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. წლიურად ეს რიცხვი 27.8%-ით გაიზარდა.
გასულ წელს, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან ჯამში 422 227 ვიზიტი შედგა, რაც წლის განმავლობაში შესრულებული ვიზიტების ჯამური რაოდენობის 5.9%-ია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ტურიზმის 2023 წლის სტატისტიკიდან ჩანს, რომ გასულ წელს EU-ის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს ჯერ არ დაბრუნებია და 12.9%-ით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგენა 87.1%-ია. 2022 წლის ვიზიტების რაოდენობასთან შედარებით კი ევროკავშირის ქვეყნებიდან 54.7%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გასული წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან და გერმანიიდან განხორციელდა, აქედან პოლონეთიდან ვიზიტების მაჩვენებელი პანდემიამდელ რიცხვებს 3.3%-ით, 2022 წლის მაჩვენებელს კი 117.6%-ით აღემატება. გერმანიის მოქალაქეთა ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებელს 22.7%-ით ჩამორჩენა, 2022 წლისას კი 41.8%-ით აღემატება.
ევროკავშირის ქვეყნების რეიტინგი, საიდანაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა ასეთია:
- პოლონეთი - 91 210 ვიზიტი;
- გერმანია - 68 824 ვიზიტი;
- გაერთიანებული სამეფო - 30 732 ვიზიტი;
- საფრანგეთი - 23 555 ვიზიტი;
- ლატვია - 23 139 ვიზიტი;
- საბერძნეთი - 22 716 ვიზიტი;
- ლიეტუვა - 21 763 ვიზიტი;
- იტალია - 15 961 ვიზიტი;
- ნიდერლადები - 14 802 ვიზიტი;
- ჩეხეთი - 13 819 ვიზიტი;
- ესპანეთი - 12 943 ვიზიტი;
- ესტონეთი - 10 581 ვიზიტი;
- ბულგარეთი - 10 399 ვიზიტი;
- ავსტრია - 7 943 ვიზიტი;
- ბელგია - 7 583 ვიზიტი;
- უნგრეთი - 6 658 ვიზიტი;
- რუმინეთი - 6 545 ვიზიტი;
- შვედეთი - 5 566 ვიზიტი;
- სლოვაკეთი - 4 812 ვიზიტი;
- დანია - 4 202 ვიზიტი;
- ირლანდია - 3 546 ვიზიტი;
- კვიპროსი - 3 430 ვიზიტი;
- პორტუგალია - 3 383 ვიზიტი;
- ფინეთი - 3 242 ვიზიტი;
- სლოვენია - 2 465 ვიზიტი
- ხორვატია - 1 392 ვიზიტი;
- მალტა - 610 ვიზიტი;
- ლუქსემბურგი - 406 ვიზიტი