მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი SWIFT-დან სხვა რუსული ბანკების გათიშვასაც აანონსებს

627126be8dffe
მარიამ ვარადაშვილი
03.05.22 17:07
1181
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტში იმ რუსული ბანკების რაოდენობა გაიზრდება, რომლებსაც SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

საუბარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე, რომელზეც ევროკავშირი მუშაობს და რომელმაც უნდა მოიცვას რუსეთიდან ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვის საკითხიც. 
კერძოდ, რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის უცხოური ვალუტის მიღების მთავარი წყაროა.

“რაც შეეხება საბანკო სექტორს, უფრო მეტი რუსული ბანკი დატოვებს SWIFT-ის სისტემას”,-განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირმა 7 რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას მხარი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაუჭირა. სანქცირებულთა შორის იყო რუსეთის სიდიდით მეორე VTB ბანკი.