მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების 60%-ით შემცირებას გეგმავს

622713f1c36c8
შოთა ტყეშელაშვილი
08.03.22 12:48
949
ევროკომისია დღეს წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

გამოცემა Politico-ს თანახმად, საუბარია წელსვე რუსული გაზის იმპორტის ⅔-ით შემცირებაზე.

რუსული ბუნებრივი აირი 2021 წელს ევროკავშირის იმპორტის 40%-ს შეადგენდა. გუშინ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს თიმერმანსმა განაცხადა, რომ ამ დამოკიდებულების შემცირება ამჟამად EU-ს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.

თიმერმანსის განცხადებით, დამოკიდებულების შემცირებისთვის რიგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის უნდა შემცირდეს ბუნებრივი აირის მოხმარება.

თიმერმანსის განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში ეს შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ გარკვეული პერიოდით ნახშირის მოხმარების ზრდას, ასევე მწვანე ენერგეტიკაში ინვესტიციების გაზრდას.