ევროკავშირმა ვენესუელას სანქციები 2020 წლის 14 ნოემბრამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ევროპული მედია ევროკავშირის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
”ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, რომელსაც თან ახლავს უწყვეტი მოქმედებები, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, საბჭომ დღეს გააგრძელა ვენესუელას მიმართ შემაკავებელი ზომების მოქმედება ერთი წლით, 2020 წლის 14 ნოემბრამდე”, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შეზღუდვებში იარაღზე ემბარგოც შედის, ასევე აკრძალვა ეხება ვენესუელის მთავრობის 25 მაღალჩინოსანს, რომლებსაც ევროპაში აქტივები დაებლოკათ.
”ეს ზომები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დემოკრატიის შემუშავებას, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მიზნობრივი ზომები არის მოქნილი და შექცევადი და არ არის მიმართული ვენესუელის მოსახლეობის ზიანის მიყენების მიზნით", - განმარტავენ ევროკავშირში.
შეგახსენებთ, კრიზისში მყოფ ვენესუელას სანქციების ახალი ტალღა ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმაც დაუწესა. სრული ეკონომიკური ემბარგოს ფარგლებში, აშშ-მა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. ამას გარდა, ამერიკელებს კარაკასთან ყველა სახის ეკონომიკური ურთიერთობა აეკრძალათ.
გადაწყვეტილება სოციალისტი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მმართველობას უკავშირდება. როგორც ვაშინგტონი მიიჩნევს, მადურო ადამიანის უფლებებს არღვევს და ძალას უკანონოდ იყენებს. ამ ნაბიჯით, თეთრი სახლი ლათინური ამერიკის სახელმწიფოში ცვლილებებს მოელის.
ვენესუელა ამ დროისთვის მწვავე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება. ჰიპერინფლაციის შედეგად, ქვეყნის ეროვნული ვალუტა ფაქტობრივად სრულიად გაუფასურებულია. ქვეყნის მოქალაქეთა უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ლათინური ამერიკის სახელმწიფოში წამლების, ჰიგიენური მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტია. ქვეყანას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ტოვებს, მათი უმეტესობა თავს მეზობელ კოლუმბიას, ჩილესა და ეკვადორს აფარებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას