მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა Volkswagen-ი და BMW $1 მილიარდით დააჯარიმა

60e6fae8c3b47
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.21 22:17
1086
ევროკომისიამ გერმანული ავტომწარმოებლები BMW და Volkswagen Group-ი 1 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა. კერძოდ ევროკომისიამ დაადგინა, რომ ავტოკონცერნების მიერ შემუშავებული ნახშირორჟანგის ემისიების გამწმენდი ტექნოლოგია არასათანადოდ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, ავტომწარმოებლები Daimler-ი, BMW, Volkswagen-ი, Audi და Porsche ფლობენ ტექნოლოგიებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მავნე გამონაბოლქვის შემცირება, თუმცა გაწმენდის ტექნოლოგიებს სრულად არ იყენებდნენ.

კომპანია Volkswagen-ში აცხადებენ, რომ ჯარიმის გასაჩივრების საკითხს განიხილავენ.

„ევროკომისია შედის ახალი იურისდიქციაში, ვინაიდან პირველად განიხილავს ტექნიკურ თანამშრომლობას როგორც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას“, - განაცხადეს კომპანიაში, რომელსაც 502 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ხოლო რაც შეეხება BMW-ს, ავტოკონცერნის განცხადებით, ნახშირორჟანგის ემისიების გამწმენდი ტექნოლოგიებს სრული დატვირთვით იყენებენ და ეს ბრალდება არასამართლიანია.