ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების, საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ(DCFTA) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამის შესახებ არველაძემ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 19%-ით და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა; ამავე პერიოდში 3%-ით გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე (საქართველოს მთლიან ექსპორტში 17%); სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 14%-ით, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, როგორიცაა თხილი - 12%, მინერალური წყალი - 20%, ღვინო - 20%, შაქრის შემცველი გაზიანი წყლები - 97%, ხილის წვენები - 6%, კონსერვი ხილი და ბოსტნეული - 11%.
მისივე თქმით, 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 70%-ზე მეტით გაიზარდა და 962 შეადგინა.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. თანამშრომლობის და საკანონმდებლო დაახლოების შედეგად, ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა თევზისა და თევზპროდუქტებისთვის, დამუშავებული ტყავისთვის, მატყლისთვის, თაფლისთვის, რასაც ბოლო წლებში ასევე დაემატა ცხოველების საკვები, ხოლო ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტია დაშვებულია. გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან აქვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეშ შექმნილი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტებისა და პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნესუნარების განვითარება, ექსპორტისა და ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობა, კონსულტაცია და ა.შ.
„ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით, 2021 წელს სააგენტოს მიერ თანადაფინანსდა 45 ქართული კომპანიის მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 7 საერთაშორისო ღონისძიებაში. კომპანიებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ TradwithGeorgia.com პლატფორმით, სადაც ქვეყნდება ინფორმაცია მათი და მათი პროდუქციის შესახებ - 2021 წლის მდგომარეობით პლატფორმაზე 569 კომპანიაა რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო ასევე ახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების კურსებს“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ