მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია უკრაინას და ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

6251a114929b8
BM.GE
09.04.22 19:08
994
ევროკომისია უკრაინისა და ომისგან გაქცეული ლტოლვილების მიმღები ქვეყნების დასახმარებლად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წერს BBC.

„600 მილიონი წავა უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებაში და ნაწილობრივ გაეროში“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკრაინის დაფინანსების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე.

”400 მილიონი ევრო წავა ფრონტის ხაზის ქვეყნებში, რომლებიც აკეთებენ გამორჩეულ საქმეს და ეხმარებიან ლტოლვილებს,” - თქვა ლაიენმა.