მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა

სსს

ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა. ეროკომისიის განცხადებაში წერია, რომ დაწესებული ზომები 15 სექტემბერს ამოიწურება.

ევროკომისია აცხადებს, რომ თავს შეიკავებს რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან, ვიდრე უკრაინის მიერ წარდგენილი ეფექტიანი ზომები სრულად იმოქმედებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიას უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ევროკომისიის მხრიან შეზღუდვები ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული აგრარული პროდუქციისთვის მოხსნილია. გულწრფელად მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვის შესრულებისთვის და თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისთვის. ეს არის უკრაინასა და ევროკავშირს შორის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მოქმედებს, ხოლო შეთანხმებები სრულდება.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ერთიანობამ იმუშაოს ორმხრივ დონეზეც. რომ მეზობლებმა ომის დროს უკრაინას მხარი დაუჭირონ. ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანონს დაარღვევს, უკრაინა ამაზე ცივილიზებულ პასუხს გასცემს“, – წერს ზელენსკი.

ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დააწესა. ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.