მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატურას რეკომენდაციას უწევს, საქართველოს - არა

62ac4a6f4b24c
გიორგი თოლორდავა
17.06.22 14:30
4846
ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.

საქართველოს შემთხვევაში, კომისიამ დაასახელა კონკრეტული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება მომავალში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიიღო.

“ეს არის უდიდესი ნაბიჯი წინ საქართველოსთვის, რათა მიიღოს ევროპული პერსპექტივა. ეს არის დიდი მიღწევა საქართველოსთვის. კარი ღიაა და ახლა საქართველოს ჯერია ერთიანობით გადადგას ნაბიჯები და იაროს წინ. პროგრესი დამოკიდებულია საქართველოზე, მალე მიაღწევთ ამას, მით უფრო მალე ივლით ამ გზაზე, თქვენი ჯერია აჩქარდეთ და ღია კარისკენ განაგრძოთ სვლა”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ჩვენ გვსურს ვიხილოთ პოლიტიკური პოლარიზების დასრულება, რაც ახასიათებს ქვეყანას. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობა და იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რაც მიღწეული იყო ევროკავშირის მედიაციით. ეს ასევე ეხება სასამართლო რეფორმას, რადგანაც ეს შეთანხმება ასევე მოიცავს სასამართლო რეფორმას. ჩვენ გვჭირდება ვიხილოთ ანტიკორუფციული რეფორმები და ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გვჭირდება ვიხილოთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ბოლოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა ჩვენ გვჭირდება, რომ იყოს გარანტირებული მედიაპლურალიზმი. დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ გავეცით რეკომენდაციები და იმედი გვაქვს, შემდეგ კვირაში ეს იქნება გაზიარებული,”- განაცხადა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმმა.

კომისიის რეკომენდაცია წარმოადგენს პროცედურულ წინაპირობას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მომავალ კვირას უნდა მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსენებული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები