ევროპარლამენტში 9 ივნისს კენჭს უყრიან რეზოლუციას, სადაც “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებაც არის. რეზოლუციის პროექტი მიმოიხილავს მედიის მდგომარეობას საქართველოში. მათ შორის 2022 წელს "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" (RSF) მიერ მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესებას, რის შედეგადაც ქვეყანამ 2013 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა.
რეზოლუციაში მოხვდა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებიც, როცა ულტრამემარჯვენე და მოძალადე ჯგუფებმა ქართული მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
რეზოლუციის პროეტის თანახმად, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, ხოლო ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გვარამიას ბრალეულობის მტკიცებულება არ არსებობს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ გაზრდილი საფრთხეების გამო; ის მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლი ჩაატაროს ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა. ასევე მოუწოდებს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან, ხელისუფლებას სთხოვს გამოუშვას ყველა დაკავებული ჟურნალისტი, რომელთა დაკავების მიზეზი სიტყვისა და გამოყენების თავისუფლების უფლების გამოყენებაა. რეზოლუცია ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფის სახელით მიგელ ურბან კრესპომ მოამზადა.
აღსანიშნია, რომ დღეს ევროპალამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დებატები გაიმარტება.