მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა ონლაინ რეჟიმში 37 მლრდ ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

5e7dccc58eb66
ნათია თაქთაქიშვილი
27.03.20 20:40
1272
ევროპარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად პირველად ისტორიაში ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

საგანგებო ზომების პაკეტი მოქალაქეების მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ფინანსური სახსრების მობილიზებას ითვალისწინებს.

კერძოდ, აღნიშნული ზომების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს 37 მილიარდი ევროს მობილიზება ევროპული ფონდებიდან, რომელიც იმ მოქალაქეებს, რეგიონებსა და ქვეყნებს მოხმარდება, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიისგან.

„კორონავირუსის პანდემია დემოკრატიას ვერ შეაჩრებს“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლმა.

27 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 533,015 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 24,095 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 124,387 პაციენტი.