მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას დაკარგავს, ის აღარ იქნება ევროპა - პოლონეთის პრემიერი

623155fd83d2b
თელარა გელანტია
16.03.22 07:11
806
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში იმყოფებიან და ომში მყოფ ქვეყანას ამ ფორმით მხარდაჭერას უცხადებენ.

“ევროპას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას დაკარგავს, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც არის. ის აღარ იქნება ევროპა”, - დაწერა „ტვიტერზე“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ მას მტკიცე და ძლიერი ევროპის ხილვა სურს.

„ის იქნება საკუთარი ყოფილი „მე“-ს დამარცხებული, დამცირებული და პათეტიკური ვერსია. მე მინდა, ძლიერი და მტკიცე ევროპა“, - წერს პოლონეთის პრემიერი.

ცნობისთვის: ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მეგობარი ქვეყნების ლიდერებსაც მოუწოდა, ჩავიდნენ კიევში.