მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ

5da753bd1576b
BM.GE
16.10.19 23:24
920
ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს მოაზადებენ. მათ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. პრესტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.

პრესტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.

ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს, როგორც ევროპის, ასევე აშშ-ის მასშტაბით.

"გაცნობითი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს ვაჩვენებთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობას, რითაც ვამაყობთ. სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Marie Claire-ში, მალე ვიხილავთ სტატიებს, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ", - განაცხადა ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.