მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცაზე ცარიელი თვითმფრინავები დაფრინავენ - მედია

61e160b23d7e6
მარიამ ადამია
15.01.22 00:00
1020

ევროპის ცაზე ცარიელი თვითმფრინავები დაფრინავენ. ამის მიზეზი ომიკრონია, რის გამოც მგზავრები აუქმებენ ჯავშნებს, მაგრამ თვითმფრინავები იძულებულნი არიან მაინც იფრინონ​, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ადგილს აეროპორტში. ამის გამოც, მაგალითად, Brussels Airlines-მა ბოლო თვეებში 3 ათასი „იძულებითი“ ცარიელი რეისი დაგეგმა, ხოლო ისეთმა გიგანტმა, როგორიცაა Lufthansa – 18 ათასი. ამიტომაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებს ევროკომისიას წესები შეცვალონ.

„ავიაკომპანიებს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ Covid პანდემიით, ზედმეტი და თანაც უაზრო ხარჯის გაღება უდიდეს კრიზისამდე მიიყვანს. არასწორია წესი, რომელიც გვაიძულებს ცარიელი ბორტით ფრენას. აღნიშნული მდგომარეობისა თუ გადაწყვეტილების შესაცვლელად ევროკომისიას ვაცნობე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია. ვთხოვთ კომისიას შეცვალოს წესები ისე, რომ ცარიელი თვითმფრინავები აღარ დაფრინავდეს ცაში” - განაცხადა მობილობის მინისტრმა ბელგიაში, ჯორჯ გიკლინმა.

ევროპული წესების მიხედვით, ავიაკომპანიები ყიდულობენ აეროპორტიდან აფრენის ან დაფრენის დროის მონაკვეთს და თუ ეს ინტერვალი არ არის გამოყენებული, ის შეიძლება გაიყიდოს სხვა ოპერატორზე. აუცილებელია სლოტის კოორდინაცია არა მხოლოდ აეროპორტთან, არამედ ევროპის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ორგანოებთან. თემაზე Euronews-ს Brussels Airlines-ის წარმომადგენელი, მაილ ანდერსი ესაუბრა.

„თუ ეს ზოგადი წესები არ გახდება უფრო მოქნილი, ჩვენი ავიაკომპანია იძულებული იქნება არასაჭირო ფრენები განახორციელოს. ჩვენთვის ეს ნიშნავს 3000 ფრენას მხოლოდ აფრენისა და დაშვების უფლების დასადასტურებლად. არადა ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ყველანაირად გამართლებულია, რომ მსგავსი უაზრო ფრენები აღარ იყოს ვალდებულება”, - აღნიშნა ანდერსმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 20 მარტს, პირველი ტალღის დროს, ევროკომისიამ შეაჩერა ეს წესები. მაგრამ 2021-ის გაზაფხულზე ისევ ძალაში დააბრუნა. ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ომიკრონის გავლენა არ იქნება ისეთი ნეგატიური, როგორც ავიაკომპანიები წარმოაჩენენ: მათ მიაჩნიათ, რომ წლის დასაწყისში დატვირთული ფრენების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და იქნება პანდემიამდელი დონის დაახლოებით 80%.