მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს გამოშვებას „მწვანე შუქი“ აუნთო

60f19b2fa9b41
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.21 21:18
797
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს გამოშვებას „მწვანე შუქი“ აუნთო. როგორც ცენტრალური ბანკი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ციფრულ და კრიპტოვალუტაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„ჩვენი გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ ციფრულ ერაში მოქალაქეებსა და კომპანიებს წვდომა ჰქონდეთ ფულის ყველაზე უსაფრთხო ფორმასთან“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.

გამოცემა წერს, რომ პროექტი მომავალ ორ წელიწადში ევროზონის 19 წევრ ქვეყანაში მოქმედი ვალუტის ციფრული ვერსიის შემოღებას ითვალისწინებს. თუმცა რეალურად მათ მიერ შემუშავებული გეგმის შესრულებას, მათ შორის დიზაინის დამუშავებასა და თითოეული დეტალის დამოწმებას, დამატებით კიდევ ორი წელი, ანუ ჯამში ოთხი წელი დასჭირდება.