მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ECB

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი ისევ 4.5%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა, რაც წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ცენტრალურ ბანკს განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება არ მიუღია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, წინა თვეს ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 4.3%-მდე შემცირდა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკა აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც უცვლელად დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები