მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საზღვრები, შესაძლოა, სექტემბრამდე არ გაიხსნას - ემანუელ მაკრონი

5e941739248c8
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.20 11:53
2756
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ევროპის საზღვრები სექტემბრამდე არ გაიხსნას. პესიმისტური პროგნოზი საფრანგეთის პრეზიდენტმა, როგორც კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ღონისძიება, ისე დაანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას schengenvisainfo.com-ზე ვრცელდება.

მაკრონი ცდილობს, COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი ტალღის თავიდან არიდებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გარე ფაქტორით, მაგალითად, აშშ-დან ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრების მიერ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მაგალითზე, სადაც კორონავირუსის კრიზისი რამდენიმე კვირის დაგვიანებით განვითარდა და პიკს მოგვიანებით მიაღწევს.

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა აფრიკის მაგალითს, სადაც ვითარება განსხვავებულად ვითარდება და აზიას, სადაც შესაძლოა, პიკები განმეორდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვრების დახურვამ, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. ემანუელ მაკრონი დღეს, 13 აპრილს, ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და, სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეჟიმს გაახანგრძლივებს, რადგან მას ვადა 15 აპრილს გასდის და ახალ ზომებს გამოაცხადებს.

ევროკავშირის შიდა საზღვრები 17 მარტს, 30 დღით დაიხურა. 8 აპრილს, ევროკომისიამ შენგენის ზონაში მოქალაქეების გადაადგილების 15 მაისამდე შეზღუდვის რეკომენდაცია გასცა.