მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის გვიანაში ოქროს საბადოების რეგულირებას აპირებს - Reuters

ოქრო

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, საფრანგეთის გვიანაში, მთავრობა ახალი რეგულაციების შემუშავებას გეგმავს, რომლებიც საბადოებში ოქროს უკანონო მოპოვებას შეუშლის ხელს და გარემოზე მავნე ზემოქმედებასაც შეამცირებს.

მაკრონის განცხადებით, რომელიც მან სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას გააკეთა, საფრანგეთი გეგმის ინიციირებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში გეგმავს და ის ოქროს ყველა მნიშვნელოვან საბადოზე გავრცელდება.

კანონპროექტი ადგილზე მომუშავე მუშახელისთვის მდგრადი მაინინგის წესების შემუშავებას ითვალისწინებს. მათ შორისაა შეზღუდვა ტოქსიკური მეტალის, ვერცხლისწყლის წვაზეც, რომელიც მდინარეებსა და ტყეებში ხვდება, მისი გავრცელება კი ადამიანებისთვის სახიფათოა.

ბუნების მსოფლიო ფონდის სტატისტიკის თანახმად, მაინერები უკანონოდ მოპოვებულ თითოეულ კილოგრამ ოქროზე ბუნებაში 1.3 კილოგრამ ვერცხლისწყალს ავრცელებენ. კანონპროექტი კი უკანონო მომპოვებლებს საბადოებზე შესვლას აუკრძალავს, რითაც, მაკრონის განმარტებით, მოპოვება, რომლის მიზანიც ოქროზე ფასის ზრდაა, შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ოქროს ღირებულება 10%-ით გაიზარდა და ერთ გრამზე $70-ს მიაღწია. მაკრონის თქმით, გასულ წელს საფრანგეთის გვიანაში მოპოვებული 5 მეტრული ტონა ოქროდან, სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ 35 კგ ამოიღეს, რომლის გაყიდვითაც შემოსული თანხა კვლავ საბადოების განვითარებას მოხმარდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები