მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ბიზნესასოციაციის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

5eedcc1dc4d2a
ელენე კვანჭილაშვილი
20.06.20 15:10
1166
„პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში საქართველოს მთავრობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მეც მინდა, მას ეს მიღწევა მივულოცო“, - ასეთია ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ჯონ ბრეკეველდტის შეფასება.

ჯონ ბრეკეველდტი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეკონომიკური და კარგი მმართველობისკენ მიმართული რეფორმები სწრაფად უნდა განხორციელდეს. „მედიაცია - მეტი ინფორმირება; საგადასახადო დავები - ბოლო 5 წელია ამაზე ვსაუბრობთ, მოდი, ბოლო-ბოლო გადავჭრათ ეს საკითხი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - მოდი, უზრუნველვყოთ, რომ სტარტაპებს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ჰქონდეს ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა; ბიუროკრატია - მოდი, მოვიფიქროთ, უფრო მარტივი წესები და პროცედურები.

საქართველო ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა უცხოელებზე, როდესაც მათ ეს ქვეყანა ღვინის პატარა ბოთლით ხვდებოდა - მესმის, რომ ეს ფული ჯდება, რომ ინვესტიციაა - მაგრამ ასეთი დამოკიდებულება და აქ ღვინის ბოთლს არ ვგულისხმობ, ადგილობრივ ინვესტორებსაც სჭირდებათ. მოდი, უკეთ დავორგანიზდეთ, მოდი, უკეთესი კომუნიკაცია ავაწყოთ, მთავრობა, ბიზნესი, ინსტიტუტები - ყველა - მოდი, ერთად შევქმნათ პოზიტიური გამოცდილება“, - ამბობს ჯონ ბრეკეველდტი.