მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა საბჭომ საქართველოსა და მოლდოვის განაცხადების განხილვის თაობაზე კომისია მოიწვია

622af649899aa
გიორგი თოლორდავა
11.03.22 11:13
1577
ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ვერსალში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, საბჭო აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ საბჭომ საქართველოსა და მოლდოვის მიერ გაკეთებული განაცხადების განხილვის თაობაზე კომისია მოიწვია.

„საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მან წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის განაცხადებთან დაკავშირებით“.

ევროპული საბჭოს შეფასებით, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ისარგებლა საკუთარი ქვეყნის მომავლის განკარგვის უფლებით და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. უკრაინის საკითხის განხილვაც კომისიას დაევალა.