მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაციამ 10-წლიან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

612e27c8c8048
თამთა ჯიჯავაძე
31.08.21 22:00
807
ევროზონის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 10-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა და 3% გახდა. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური Eurostat-ი იტყობინება. ინფორმაციას euronews.com ავრცელებს.

ევროზონაში ინფლაციამ ივლისის თვეში 2.2% შეადგინა, მაშინ როდესაც ივნისში - 1.9% იყო. ინფლაციის ზრდის მიზეზად ანალიტიკოსები საწვავის ფასის მატებას და ეკონომიკების ნაწილობრივ გახსნას ასახელებენ.

ევროზონის ქვეყნებს შორის ინფლაციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი გერმანიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.

ცნობისთვის: ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებელი ევროზონაში 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება.