მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

631881ed42a03
გიორგი თოლორდავა
07.09.22 22:00
820
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის დაზუსტებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა.

ევროკავშირის წევრი 19 სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საშუალო მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1% შეადგინა, ხოლო გასულ კვარტალთან შედარებით, ზრდის დონე 0.8%-ს შეადგენს.

ევროსტატის მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, გასულ კვარტალთან შედარებით - 0.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა დაზუსტებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მშპ-ის ზრდის რეალური მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამას ევროსტატი თავდაპირველად ვარაუდობდა.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 5.1% შეადგინა; ხოლო კვარტალურმა 0.3%.

პირველ კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გამოვლინდა სამუშაო ძალის მიმართულებითაც: გასულ კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე 0.4%-ით გაიზარდა; 2021 წელთან შედარებით კი, ზრდის დონე 2.7%-ს შეადგენს, რაც ევროსტატის მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელს 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.