მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. სოფელ დიღმის კლასტერი - "დაინფიცირდნენ დაბადების დღეზე მყოფები"

5f69ec7b26168
ინგა მურუსიძე
22.09.20 16:33
1427
თბილისში, კორონავირუსის რაოდენობის ზრდა ე.წ. სოფელ დიღმის კლასტერს უკავშირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, მოქალაქეები დაბადების დღეზე დაინფიცირდნენ, სადაც სტუმრად იყვნენ.

„როგორც ვიცი, ღონისძიება დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული. კლასელები იყვნენ შეკრებილნი, ოღონდ არა - ახალგაზრდები. იქ მოხდა ინფიცირება, მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თავადაც გამოკვლეულები არიან და სიტუაცია სტაბილიზებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის: თბილისში დღეს კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ საქართველოში - 218.