მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებელს, შესაძლოა, პლატფორმაზე ახალი ამბების გაზიარების უფლება ჩამოართვას

5f4e0d252d902
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.20 17:25
903
Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებელს, შესაძლოა, პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ახალ ამბებთან წვდომა შეუზღუდოს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქსელის ადმინისტრაციამ აღნიშნული ზომების მიღებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ავსტრალიის მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომელიც Facebook-ს ავალდებულებს, მათ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ახალი ამბების ავტორ მედიასაშუალებებს შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადოს.

ეს ცვლილებები შეეხება როგორც Facebook-ს, ასევე, Google-ს და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს, ხოლო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, 7.4 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდნენ.  

ახალი კანონმდებლობა, ასევე, ავალდებულებს ტექნოლოგიურ კომპანiებს, ალგორითმების შეცვლის შემთხვევაში,  მედია საშუალებებს წინასწარ აცნობონ.

„თუ პროექტი კანონად გადაიქცევა, მოგვიწევს ავსტრალიელ მომხმარებლებს შევუზღუდოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბების გავრცელება Facebook-სა და Instagram-ზე“, – განაცხადა Facebook-ის ავსტრალიის ბიუროს დირექტორმა უილ ისტონმა.