მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა საქართველოში არაავთენტური კამპანიის მორიგი ქსელი გამოავლინა

606ca699f0e49
BM.GE
06.04.21 22:19
1485
Facebook-მა საქართველოში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის მორიგი ქსელი გამოავლინა, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, Facebook-მა მარტის განმავლობაში საქართველოში 24 გვერდი, 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და 11 Instagram ანგარიში დაბლოკა. ამ დაბლოკილი გვერდების follower-ების რაოდენობა 119,000- აღემატებოდა, დაბლოკილი ჯგუფების წევრთა რაოდენობა კი 10,500-ზე მეტი იყო. ამასთან დაბლოკილ Instagram ანგარიშებს 1,600-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. როგორც Facebook-ის კვლევიდან ირკვევა, ამ ჯგუფების და ანგარიშების უკან მოძრაობა “ქართული მარში” იდგა. აღნიშნული ქსელი ავრცელებდა პოსტებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან, კორონავირუსის პანდემიასთან, საარჩევნოდ ხმებით მანიპულირებასთან დაკავშირებით. ასევე ამ ქსელის მიერ ხდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართ კრიტიკული შინაარსის პოსტების გამოქვეყნებაც.

Facebook-ის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის კამპანიის გამოვლენა Atlantic Council-ის Digital Forensic Lab-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გახადა შესაძლებელი.

საქართველოსთან ერთად ამ ანგარიშში საუბარია ტროლების ფაბრიკის და არაავთენტური ქცევის კამპანიის გამოვლენის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ესპანეთში, ეგვიპტეში, ბენინში, ალბანეთსა და მექსიკაში.

ამ სიახლესთან დაკავშირებით Facebook-მა საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, რომ მათთვის საქართველოში თავისუფალი პოლიტიკური დისკურსის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავუპირისპირდეთ შეცდომაში შემყვან კამპანიებს და დავიცვათ სამოქალაქო დისკურსი საქართველოში,”- აცხადებენ Facebook-ში.