მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მენიუს გადაბეჭდვას ვერ ვასწრებთ - რესტორატორთა ასოციაცია

638e01c673658
თათია ჩაფიჩაძე
05.12.22 19:00
3646
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, სარესტორნე ბიზნესში დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1,5-ჯერ გაიზარდა, თუმცა სექტორი კვლავ კადრების დეფიციტს განიცდის. „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდამ და მეორე მხრივ, ჰიპერინფლაციამ მნიშვნელოვნად გააძვირა საბოლოო პროდუქტი.

"ინგრედიენტების და კომუნალურების ფასები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მენიუს გადაბეჭდვას ვერ ვასწრებთ. ზოგ შემთხვევებში ორჯერაც კია წინა წელთან შედარებით ფასი მომატებული. რაც შეეხება წლის მოლოდინებს, სექტორი ვარაუდობს, რომ 2019 წელს გავუსწრებთ", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი კადრების მოძიების მიზნით, 9 დეკემბერს სექტორი ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმს გამართავს.

როგორც გაბრიჩიძე აღნიშნავს, მაღალი ინფლაციის და შრომის ანაზღაურებაზე გასაცემი ხარჯების ზრდის გამო, მენიუს საბოლოო ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზოგ შემთხვევაში ორჯერ არის გაზრდილი.

„კადრების დეფიციტი ისევ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით მთის კურორტებზე. ჩვენი ასოციაცია დასაქმების ეროვნულ ბიუროსთან ერთად 9 დეკემბერს აწყობს დასაქმების ფორუმს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუდენტური ნაკადი გვინდა, რომ შემოვიყვანოთ სექტორში. უკვე მეორედ იმართება მსგავსი ვაკანსიების ფესტივალი. პირველზე წარმოდგენილი იყო 47 ოპერატორი, დაახლოებით 500-ზე მეტი მაძიებელი ესწრებოდა, მათი 90% ქართველები იყვნენ", - განაცხადა მან.