მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: COVID-19-ის რეგულაციების შემსუბუქება შესაძლოა ივლისიდან დაიწყოს

604f3acc7e029
ნათია თაქთაქიშვილი
15.03.21 21:51
933
აშშ-ის ინფექციური დაავადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება სავარუდოდ 4 ივლისიდან დაიწყება, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იკლებს, 4 ივლისიდან NCDC-ის მიერ დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყება. ამ ეტაპზე მიჭირს ზუსტად გითხრათ, რომელი რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიდგომები ბევრად ლიბერალური გახდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია რეგულაციების შემსუბუქება შეეხოს პირბადის გამოყენებას ან ფიზიკურ დისტანცირებას, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ „დიდია ალბათობა, რომ ამ კუთხითაც გადაიხედოს დაწესებული რეგულაციები“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ინფექციური დაავადების ეროვნული ცენტრი აუცრელ პირებს პირბადის გამოყენებისა და ფიზიკური დისტანცირების დაცვისკენ ისევ მოუწოდებს.