მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა - აშშ-ში ვაქცინაცია მალე დაიწყება

5fd464a32b899
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 10:31
1135
აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. ამგვარად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, აშშ-ის FDA-ის მიერ მიჩნეულია უსაფრთხოდ.

როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი 24 საათზე ნაკლებ დროში დაიწყება.

„დღეს ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია სამედიცინო სასწაულს. ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეში შევძელით უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაწყებულია დიდ ბრიტანეთში. ეს პირველი ქვეყანაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოწყვლადი ჯგუფების აცრა დაიწყო.